ესპანეთში არჩევნების შედეგად „კონსერვატიულმა სახალხო პარტიამ“ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა

ესპანეთის კონსერვატიულმა სახალხო პარტიამ, რომლის ლიდერია ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მარიანო რახოია, საპარლამენტო არჩევნებში პირველი ადგილი დაიკავა, მაგრამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ახლა პარტიებს კოალიციური მთავრობის შექმნა მოუწევთ.
ბიულეტენების დათვლის შედეგად დადგინდა, რომ „სახალხო პარტიამ“ პარლამენტში 123 ადგილი, ესპანეთის „სოციალისტურმა პარტიამ“ – 90, მემარცხენე პარტია „პოდემოსმა“ კი 69 ადგილი მიიღო. პარლამენტში ასევე ლიბერალური პარტია „მოქალაქეები“ მოხვდა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში 40 ადგილი ექნება. „პოდემოსის“ და „მოქალაქეების“ პარლამენტში მოხვედრა ისტორიული მოვლენაა, ვინაიდან „სახალხო პარტია“ და „სოციალისტები“ ქვეყანას, რიგ-რიგობით, ბოლო 30 წლის განმავლობაში მართავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები