შსს-ს დანაყოფების ხელმძღვანელებმა საქართველოს თასის გათამაშებაზე ოქროს მედლები მოიპოვეს

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე და საპატრულო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე კობა კობახიძე თელავში ჩატარებულ ძალისმიერ სამჭიდსა და წოლჭიმში გიორგი რეხვიაშვილის სახელობის საქართველოს თასის მეექვსე გათამაშებაში პირველ ადგილზე გავიდნენ და ოქროს მედლები მოიპოვეს.
თეიმურაზ კალანდაძემ წოლჭიმში, ღია ასაკობრივ დივიზიონში 150-კილოგრამიანი შტანგა ასწია და პირველი ადგილი დაიკავა. მან ასევე წოლჭიმში, აწევათა გამეორებაში პირველი ადგილი მოიპოვა, საკუთარი წონის შტანგა 40-ჯერ ასწია და სულ ორი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
იგივე კატეგორიაში, ვეტერანების დივიზიონში, ასევე პირველი ადგილი დაიკავა კობა კობახიძემ და ოქროს მედალი აიღო. მან 130-კილოგრამიანი შტანგის აწევა შეძლო.
გიორგი რეხვიაშვილის სახელობის ტურნირი თელავში ყოველწლიურად იმართება და მასში პროფესიონალი სპორტსმენები მონაწილეობენ. ქვეყნის მასშტაბით გამართულ ჩემპიონატს წელს პირველად ახალციხეც შეუერთდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები