თეა წულუკიანი NDI-ის კვლევებზე: ეს ჩემთვის თემა არ არის

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ NDI-ის კვლევებზე გაცილებით მნიშვნელოვანი პრემიერ-მინისტრის დეტალური ანგარიშია, რომელსაც იგი დღეს წარადგენს. როგორც თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, NDI მისთვის თემა არ არის.
“ეს ჩემთვის არ არის თემა. ჩემთვის თემა დღეს არის, სამი წლის განმავლობაში ჩემი მთავრობის ხალხისთვის გაკეთებული მასშტაბური საქმე, რომლის შესახებაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი დეტალურ ანგარიშს გააკეთებს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები