„ჭიათურის და ხარაგაულის ახალგაზრდული საკრებულოს” წევრები უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდნენ
„ჭიათურის და ხარაგაულის ახალგაზრდული საკრებულოს” წევრები ქუთაისის პარლამენტში უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვერას პარლამენტის წევრები ირაკლი სესიაშვილი, შალვა კიკნაველიძე, ნოდარ ებანოიძე, ოთარ ჩრდილელი და ანი მიროტაძე ესწრებოდნენ. შევხედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ახალგაზრდებმა თავიანთ მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებულ საკითხებზე დეპუტატებისგან მოისმინეს ინფრომაცია 2015 წელს განხორცილებული და 2016 წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ. გარდა ამისა, ახალგაზრდები გაეცნენ პარლამენტის საქმიანობის ძირითად პრინციპებს და საპარლამეტო კომიტეტების საქმიანობას. თავის მხრივ, „ახალგაზრდული საკრებულოს” წევრებმა დეპუტატებს მიაწოდეს ინფორმაცია პროექტის შესახებ და ისაუბრეს მათ მიერ უკვე განხორციელებულ პროექტებზე.
შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს, რომლის განხორციელებაც პროექტის ფარგლებში იგეგმება, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.
„ეს არის რიგით მესამე შეხვედრა პარლამენტის წევრებთან. იმერეთის რეგიონის 4 მუნიციპალიტეტის „ახალგაზრდული საკრებულოს” წევრები უკვე შეხვდნენ უმრავლესობის დეპუტატებს. ეს პროცესი კვლავაც გაგრძელდება. „ახალგაზრდული საკრებულოს” წევრები ყველა მუნიციპალიტეტიდან პერიოდულად შეხვდებიან პარლამენტის წევრებს და პირადად შეეძლებათ ნებისმიერი შეკითხვის დასმა. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდეთ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებთან, რათა ის გაუცხოება, რომელიც არსებობს საზოგადოებაში და ის მითი, რომ თანამდებობის პირთან შეხვედრა შეუძლებელია, საბოლოოდ დაიმსხვრეს. წლების განმავლობაში ეს მართლაც ასე იყო, მაგრამ დღეს ამ პროექტის წყალობით ღიაა კარი ყველა თვითმმართველ ორგანოში პროექტის მონაწილე ახალგაზრდებისთვის და მათ ყველანაირი ხელშეწყობა აქვთ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან. ახლა უკვე მათთვის პარლამენტის კარიც გაიღო და აქვთ შესაძლებლობა პირადად შეხვდნენ დეპუტატებს” – აცხადებს „ადამიანი კანონი თავისუფლებას” თავმჯდომარე, გიორგი ჭულუხაძე.