გიორგი ალიბეგაშვილი გურამ დოჩანაშვილის თხზულების “ბრმადყოფილზე, და…“ პრეზენტაციას დაესწრო

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ქართველი კლასიკოსი მწერლის გურამ დოჩანაშვილის თხზულების “ბრმადყოფილზე, და…“ პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა.
წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და სიტყვით მიმართა.
როგორც გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნა, გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება განსახვავებული და განსაკუთრებულია და ყოველთვის დიდ ინტერესს იმსახურებდა.
„მოგეხსენაბათ, მწერალმა ორი წელი სამების ლავრაში იცხოვრა, რათა ეს თხზულება შეექმნა. წიგნს საფუძვლად უდევს სახარებისეული თემა ბრმად ყოფილის შესახებ, რაც ასე დამახასიათებელია გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებისთვის. აღსანიშნავია, რომ მისი ნაწარმოებიც “სამოსელი პირველი” სწორედ ძე ცდომილის შინ დაბრუნების ამაღელვებელ იგავს ეფუძნება. დარწმუნებული ვარ, მკითხველს, რომელიც ასე ელოდა ამ თხზულებას, ძალიან ძლიერი შთაბეჭდილებები ელის წინ“,-განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
ცნობისთვის, “ბრმადყოფილზე, და…“ ბეჭდური ვერსიის გარდა, სპეციალურად უსინათლოთათვის აუდიო ჩანაწერიც დამზადდა, სადაც თხზულებას თავიდან ბოლომდე თავად ავტორი კითხულობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები