რატომ არ განათდა პრეზიდენტის სასახლე ევროკავშირის დროშის ფერებში

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული პოზიტიური ანგარიშის აღსანიშნავად პრეზიდენტის სასახლის გარდა გუშინ ყველა სახელმწიფო შენობა ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა. როგორც „კვირას“ პრეზიდენტის პრესსამსახურში განუმარტეს, შენობის განათება ტექნიკური მიზეზით ვერ მოხერხდა.
„ტექნიკურად ეს არ არის მარტივი და ჩვენი ძალებით ვერ მოვახერხეთ. პრეზიდენტი მარგველაშვილი სრულად იზიარებს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ გამოქვყნებულ ანგარიშს და სრულიად საქართველოს ულოცავს ამ წარმატებას“, – განაცხადეს პრეზიდენტის პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ პოზიტიური ანგარიში გუშინ გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა. ეს არის საქართველოს შესახებ ევროკომისიის ბოლო, რიგით მეოთხე ანგარიში, საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები