უკრაინაში ქართველი სამხედრო დაიჭრა

უკრაინაში ქართველი სამხედრო დაიჭრა – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2“ ავრცელებს.
როგორც „ რუსთავი 2-ს“ უკრაინაში მებრძოლმა ჯარისკაცმა დავით მაყიშვილმა განუცხადა, ქართველი სამხედრო ზაზა ბიწაძე დონეცკის ოლქის სოფელ ზაიცოვოში ფრონტის წინა ხაზზე დაიჭრა.
ზაზა ბიწაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია და ის ქალაქ არტიომოვსკის საველე ჰოსპიტალშია მოთავსებული, საიდანაც მას ქალაქ ხარკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები