უჩა ნანუაშვილი ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციისათვის განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებას ეხმაურება

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციისათვის განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებას ეხმაურება. სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში ნათქვამია, რომ პლენარულ სხდომაზე დამსწრე საქართველოს პარლამენტის ყველა წევრმა მხარი დაუჭირა აღნიშნულ კანონპროექტს.
„2015 წლის 16 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მიიღო კანონპროექტი, რომლის მომზადების საფუძველი საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება გახდა.
ცვლილების მიხედვით, 17–დან 18 წლამდე პირთა ქორწინების რეგისტრაციის წესი შეიცვალა იმგვარად, რომ ქორწინებაზე ნებართვის გაცემა მხოლოდ სასამართლოს შეეძლება. ასევე, დაზუსტდა ქორწინების რეგისტრაციის პატივსადები გარემოება და დებულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ერთი წლით.
მისასალმებელია, რომ პლენარულ სხდომაზე დამსწრე საქართველოს პარლამენტის ყველა წევრმა მხარი დაუჭირა აღნიშნულ კანონპროექტს და კიდევ ერთხელ დაფიქსირდა მტკიცე ნება ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციის ხელშეწყობის მიმართულებით“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები