26 დევნილი ბავშვი ინგლისური ენის კურსს გაივლის

    აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტსა და თბილისში არსებულ ინგლისური ენის შემსწავლელ ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარემ დათო გვაძაბიამ და ქართულ-ევროპული საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორმა ნინო გერგედავამ, ინგლისური ენის აკადემიის დირექტორმა ლუკა გურგენიძემ, „THE ELC” – ინგლისური ენის ცენტრის დირექტორმა მაია ყიასაშვილმა, „ELLC” – ინგლისური ენის სასწავლო ცენტრის დირექტორმა სოფიო ქავზინაძემ მოაწერეს.
მემორანდუმი 26 დევნილი ბავშვისთვის ინგლისური ენის შემსწავლელი სამთვიანი კურსის გავლას ითვალისწინებს, რომლის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების საგანმანათლებლო დონის ამაღლება. კურსის დამთავრების შემდეგ ბავშვებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები