გორში 45 წლის ქალს ავტომობილი დაეჯახა

გორში ქალბატონს მსუბუქი ავტომობნილი დაეჯახა. დაზარალებული 45 წლამდეა, ის სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
სტალინის გამზირიდან ჭავჭავაძის ქუჩის მიმართულებით მოძრავი, სავარაუდოდ, მერსედესის მარკის ავტომანქანა მოქალაქეს მოსახვევში დაეჯახა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276 – ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები