347 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი გადაეცემა

დევნილებს ბინები თბილისში, მცხეთაში, რუსთავში, ქუთაისში, სენაკში, აბაშაში, მარნეულში, ხობში, წყალტუბოში და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში გადაცემათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კიდევ 347 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი გადაეცემა. აღნიშნული განცხადება პრემიერმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, მთლიანობაში, თბილისში წელს და გაისად დევნილები სულ 1100 ბინას მიიღებენ.
“330 ბინა არის გამზადებული და ახალ წლამდე ჩასახლდებიან. კიდევ 300 ბინა უკვე ეტაპობრივად, თებერვალსა და ივნისში, გადმოგვეცემა. ეს არის როგორც “ჰუალინგისგან” გამოსყიდული 630 ბინა, ისე ქართველი მენაშენეებისგან გამოსყიდული უმაღლესი სტანდარტებით აშენებული 500-ზე მეტი ბინა “, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები