“აწარმოე საქართველოში” ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო გაიხსნება

“აწარმოე საქართველოში” ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო გაიხსნება. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ორ ახალ პროექტზე იმსჯელებენ.
როგორც პრემიერმა განაცხადა, პირველი არის სამშენებლო პროდუქციის საწარმო რომელიც მარტყოფში შეიქმნება. მეორე კი კასპის რაიონში ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო.
“პირველი არის სამშენებლო პროდუქტის საწარმო, რომელიც მარტყოფში შეიქმნება, რისთვისაც 800 ათას ლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდება. მეორე, ეს არის კასპის რაიონში ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო, სადაც დაახლოებით ამდენივე ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ამ შემთხვევაში 60-მდე ადამიანი დასაქმდება”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები