საფრანგეთში დაკავებული გემის ქართველი კაპიტანი საელჩოს დახმარებაზე უარს ამბობს

ფრანგი და ბრიტანელი სამართალდამცავების მიერ დაკავებული გემის ქართველი კაპიტანი ბადრი ბერიძე საფრანგეთში საქართველოს საელჩოს დახმარებაზე უარს ამბობს.
საფრანგეთში საქართველოს ელჩის ეკა სირაძე-დელონეს ინფორმაციით, ასეთ სიტუაციაში საელჩო კაპიტნის დახმარებას ვერ მოახერხებს.
“ამ პიროვნებას უარი აქვს ნათქვამი იმასთან დაკავშირებით, რომ საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგვიკავშირდეს და რაიმე სახის ინფორმაცია მოგვაწოდოს. შესაბამისად, ძალიან გვიჭირს ინფორმაციის მოძიება. ფრანგი სამართალდამცველები თითქმის არაფერს გვიზიარებენ, რადგან ისინი პატივს სცემენ ეჭვმიტანილის სურვილს. რამდენადაც ვიცი, მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული და უკვე ციხეშია გადაყვანილი”, – აცხადებს ეკა სირაძე-დელონე.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პოლიციამ მოლდავეთის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი „Carib Palm“, რომელიც კოლუმბიის პორტიდან პოლონეთისკენ მიცურავდა, საპორტო ქალაქ ბულონ-სიუ-მერში დააკავა. გემიდან სამართალდამცველებმა 2,4 ტონა კოკაინი ამოიღეს. გემის კაპიტანი ბათუმში მცხოვრები ბადრი ბერიძეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები