თინა ხიდაშელი თურქ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი თურქ კოლეგას, ისმეთ ილმაზს შეხვდა.
როგორც “კვირას“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრა სტამბოლში, საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის თავდაცვის მინისტრების სამმხრივი შეხვედრის დაწყებამდე შედგა.
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოზე გაამახვილეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ქართველ კოლეგას რუსეთ-თურქეთს შორის ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და ქართულ მხარეს მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.
“შევთანხმდით, რომ დადგა დრო, ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობა განსაკუთრებულ, აქტიურ და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის ფაზაში გადავიდეს”, – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, რომელმაც აღნიშნული შეხვედრას “გამორჩეულად საინტერესო, მნიშვნელოვანი და შედეგზე ორიენტირებული” უწოდა.
თინა ხიდაშელის განცხადებით, გადაწყდა, რომ საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის სამინისტროები ერთობლივ წვრთნებსა და სასწავლო პროგრამებზე იმუშავებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები