„ლეონარდო და ვინჩის” კონკურსის გამოფენა და დაჯილდოება გაიმართება

18 დეკემბერს, 14:00 საათზე მოსწავლე – გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის: „ლეონარდო და ვინჩი” გამოფენა და საუკეთესო ნამუშევრების დაჯილდოება გაიმართება. თბილისის საკონცერტო დარბაზის „ივენთ-ჰოლში” მოსწავლე- გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი” ფინალური ეტაპზე გრან-პრის, პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები გამოვლინდება.
კონკურსანტთა ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება 12:00 საათზე. მონაწილეები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებითა და ჯილდოებით. გამარჯვებული ოთხივე პროექტის ავტორი Intel-ის ფონდის დაფინანსებით ყოველწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში, პიტსბურგში მიემგზავრებიან (აშშ) მსოფლიოში უდიდესი კონკურსის Intel-ის საერთაშორისო-საინჟინრო გამოფენაში – Intel ISEF მონაწილეობის მისაღებად.
მოსწავლე- გამომგონებელთა და მკვლევართა მე-5 ტრადიციული კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი” 2010 წლიდან ყოველწლიურად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქმიანობის ფარგლებში ცხადდება. კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს სწავლის დონის ამაღლებას, ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას; კონკურსი ღია და თანასწორი კონკურენციის პირობებში გამოავლენს და წაახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს, სტიმულს მისცემს მათი შემოქმედებითი აზროვნების, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას. მასში მონაწილეობა შეუძლიათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სახელმწიფო და კერძო სკოლების) VII-XII კლასის მოსწავლეებს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. წელს კონკურსში მონაწილეობდა 150 მოსწავლე 72 პროექტით. საკონკურსო პროექტების შეფასება განხორციელდა Intel ISEF-ის კრიტერიუმების სტანდარტების მიხედვით. სპეციალური კომისიის მიერ კონკურსის პირველი ეტაპის შემდგომ, კონკურსის საფინალო ეტაპისათვის შეირჩა, მხოლოდ 40 საუკეთესო პროექტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები