გიორგი ალიბეგაშვილმა თანამოქალაქეებს ბარბარობა მიულოცა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა თანამოქალაქეებს დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღე მიულოცა.
,,მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. მოგეხსენებათ, წმინდა დიდმოწამე ბავშვების მფარველად ითვლება. ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ უდიდესი წმინდანის ხსენების დღეს. ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას ბარაქას, ქვეყნის წინსვლას, სიძლიერესა და გამთლიანებას’’,- განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები