თურქ დეპუტატს სახელმწიფოს ღალატში ადანაშაულებენ

თურქეთის გენერალურმა პროკურატურამ „რესპუბლიკური პარტიის“ დეპუტატის ერენ ერდემის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. „რესპუბლიკურმა პარტიამ“ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერდემმა რუსულ ტელეარხ „რაშა თუდეისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ თურქეთი „ისლამურ სახელმწიფოს“ ზარინის გაზს აწვდის, რომელსაც „ბიევიკები“ შემდეგ ქიმიური იარაღის წარმოებისთვის იყენებენ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერდემი სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი და მას სადეპუტატო იმუნიტეტი შეიძლება ჩამოერთვას. ერდემი ამტკიცებს, რომ თურქეთშიც და დასავლეთის ქვეყნებშიც იციან, ვინ არის დამნაშავე ქიმიურ შეტევებში, რომლებიც სირიაში 2013 წელს განხორციელდა და რომელშიც ბაშარ ასადის რეჟიმი დაადანაშაულეს. მისი თქმით, ამ შეტევების მიღმა ტერორისტული ორგანიზაცია „ალ ქაიდა“ დგას, რომელსაც ქიმიური იარაღისთვის მასალები თურქეთმა მიაწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები