რუსული ფრთოსანი რაკეტა არხანგელსკის ოლქში, დასახლებულ ადგილას ჩავარდა

ფრთოსანი რაკეტა, რომელიც რუსეთის არხანგელსკის ოლქში ერთ-ერთი პოლიგონიდან გაუშვეს, დასახლებულ ადგილას ჩავარდა. წვრთნების დროს მოსახლეობა ამ დასახლებიდან გაყვანილი იყო, ამიტომ რაკეტის აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „უშტატო სიტუაცია“ არხანგელსკის ოლქში სამშაბათს შეიქმნა. რაკეტა გაშვების შემდეგ დაგეგმილ ტრაექტორიას ასცდა და ნენოკსის დასახლებასთან ახლოს ჩავარდა. ინციდენტს ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. ფრთოსანი რაკეტის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მისი ჩამოვარდნის შემდეგ რამდენიმე სახლში მინები ჩაიმსხვრა და მათ უახლოეს მომავალში შეაკეთებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები