სტამბოლში სირიელი მამაკაცი აშშ-ის საელჩოს აფეთქებას გეგმავდა – ეჭვმიტანილი დაკავებულია

თურქეთის პოლიციამ ტერაქტების მცდელობაში ეჭვმიტანილი სირიის მოქალაქე დააკავა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ის სტამბოლში, ამერიკის საელჩოს შენობის აფეთქებას გეგმავდა. ბრალდების მხარის მტკიცებით, დაკავებული ტერორისტი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ თანამშრომლობდა.
ტერორიზმში ეჭვმიტანილი სირიის მოქალაქე მუჰამედ რაჯილ ალ-ჰარდანი თურქეთის სამხრეთით, კაჰრამანმარაშის პროვინციაში დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის ტერაქტს “შაჰიდის ქამრით” გეგმავდა.
ცნობილია, რომ მოსალოდნელი საფრთხის გამო ამერიკის საკონსულომ მუშაობა ჯერ კიდევ 9 დეკემბერს შეაჩერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები