აშშ-ის ტენესის შტატში ავიალაინერმა ავარიული დაშვება განახორციელა – არიან დაშავებულები (ფოტოკოლაჟი)

Southwest Airlines-ის თვითმფრინავმა ავარიული დაშვება აშშ-ის ტენესის შტატში, ნეშვილის აეროპორტში განახორციელა. ლაინერს მარცხენა ფრთის ერთ-ერთი პანელი მოსძვრა. „ფოქსნიუსის“ ცნობით, ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ლაინერზე სულ 133 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა. ინციდენტი 15 დეკემბერს, გვიან ღამით მოხდა. ლაინერი რეისს ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონის მიმართულებით ასრულებდა. ავარიის მიზეზი დგინდება.

12341425_10206536786916113_7475191806785515297_n 12360322_10206536787076117_5362002022015957316_n 12374902_10206536787436126_8997060483700873051_o 12375980_10206536786956114_1024459019940889588_n 12376051_10206536786996115_476976960261445101_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები