დიმიტრი ქუმსიშვილი: საყდრისის თემასთან დაკავშირებით არანაირი ზეწოლა არ ყოფილა

საყდრისის თემასთან დაკავშირებით არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, კატეგორიულად უარვყოფ – ასე ეხმაურება ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი რამდენიმე დღის წინ, კულტურის ყოფილი მინისტრის გურამ ოდიშარიას განცხადებას, თითქოსდა, საყდრისის საკითხთან დაკავშირებით მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მაშინ მინისტრის მოადგილე იყო და სხვა უწყების მინისტრზე ზეწოლას ვერ განახორციელებდა.
„არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, კატეგორიულად უარვყოფ. შეხვედრები იყო ჩვეულებრივი, კოლეგიალურ დონეზე ბევრი ხალხის თანდასწრებით, მსჯელობისას საუბარი იყო კანონმდებლობის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებზე, მაშინ მე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვიყავი და არც კი წარმომიდგენია, მინისტრის მოადგილემ როგორ უნდა მოახდინოს ზეწოლა სხვა სამინისტროს მინისტრზე. აბსურდის თეატრია, რა ზეწოლა, არანაირ ზეწოლას არ ჰქონია ადგილი. ჩვენი ამოცანაა, სამუშაო ადგილების შექმნა და კერძო ბიზნესის წახალისება“, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.
რამდენიმე დღის წინ, კულტურის ყოფილმა მინისტრმა გურამ ოდიშარიამ განაცხადა, რომ საყდრისის საკითხთან დაკავშირებით მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა, მათ შორის დიმიტრი ქუმსიშვილისგანაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები