„წინასაარჩევნოდ მრავალი სკანდალის მოწმენი ვიქნებით“

პატიმართა შეწყალების საქმეზე შესაძლო კორუფციული სქემების არსებობის შესახებ ექსპერტმა, პაატა ბურჭულაძის ფონდის წევრმა ხათუნა ლაგაზიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა. ლაგაძიძის განცხადებით, ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება იმის მტკიცება, რომ ის არის მართალი.
ექსპერტის მოსაზრებით, წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოება კიდევ მრავალი სკანდალის მოწმე გახდება.
„ თუ პროკურატურა მივა იმ დასკვნამდე, რომ მაღალჩინოსნები ხელისუფლებაში მოსვლისთანავე უკვე ჩარეულნი იყვნენ კორუფციულ გარიგებებში, ეს ხელისუფლების იმიჯზე არჩევნების წინ უმძიმესი დარტყმა იქნება. ხელისუფლებას კიდევ არაერთი ასეთი ბომბი დახვდება. ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება იმის მტკიცება, რომ ის არის მართალი. ეს არის თამაში, რომელშიც ხელისუფლებისთვის მომგებიანი პარტია არ არსებობს. მე ველოდები, რომ ეს არ იქნება ერთადერთი სკანდალი, წინასაარჩევნოდ კიდევ ბევრი სკანდალის მოწმენი ვიქნებით“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები