„ქართველ სომეხთა კავშირმა“ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს საჩუქრები გადასცა

ააიპ „ქართველ სომეხთა კავშირმა“ ახალი 2016 წლის დადგომასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს ჯავახეთის ქ. ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატს საყოფაცხოვრებო ტექნიკა და საკვები პროდუქტები გადასცა.
აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია პერიოდულად ახორციელებს მიუსაფარ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა დახმარების პროგრამას სხვადასხვა სკოლა-პანსიონატისა, თუ დღის ცენტრების ბენეფიციარებისათვის.
ორგანიზაცია მადლობას უხდის მხარდამჭერებს, პარტნიორ ორგანიზაციებს და ქველმოქმედებს გაწეული დახმარებისათვის.

12359853_10153339544189779_179987910700393428_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები