პრემიერი საქართველოში მთის დღის დაწესების ინიციატივით გამოდის

პრემიერი საქართველოში მთის დღის დაწესების ინიციატივით გამოდის. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, აღნიშნული ინიციატივა, იქიდან გამომდინარეობს, რომ მთავრობის პრიორიტეტი მთის განვითარებაა.
“დღეს 11 დეკემბერია და მთელ მსოფლიოში აღინიშნება მთის დღე, ესაა გაერო-ს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა, რომ 11 დეკმებერი არის მთის საერთაშორისო დღე. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია მთის განვითარება, მითუმეტეს მხედველობაში მაქვს, ის, რომ მთის კანონი მივიღეთ რამდენიმე თვის წინ, ჩვენ მთაზე ძალიან დიდ აქცენტს ვაკეთებთ და მიგვაჩნია, რომ ესაა უნიკალური რესურსი, რომელიც საქართველოს გააჩნია, აქედან გამომდინარე, შემოვდივარ ინიციატივით, რომ ჩვენც მივუერთდეთ გაერო-ს ამ გადაწყვეტილებას და მთის დღე დავადგინით საქართველოში, რათა ჩვენც აღვნიშნოთ 11 დეკემბერს მთის საერთაშორისო დღე, რაც ვფიქრობ, რომ ჩვენს მიერ გატარებულ რეფორმებს პირდაპირ ეხმიანება”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები