უკრაინის უმაღლეს რადაში ჩხუბი მოხდა (ვიდეო)

უკრაინის უმაღლეს რადაში პრემიერ-მინისტრ არსენ იაცენიუკის გამოსვლის დროს ჩხუბი მოხდა. ხელჩართული ბრძოლა „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ და „სახალხო ფრონტის“ დეპუტატებს შორის გაიმართა. ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატმა ოლეგ ბარნამ, რომელიც მთავრობის მიმართ უნდობლობის ხელმოწერებს აგროვებს, იაცენიუკს ტრიბუნაზე ვარდების თაიგული მიუტანა, შემდეგ კი პრემიერი ხელით ასწია და ტრიბუნიდან მისი გამოთრევა სცადა.
ამის შემდეგ პრემიერის გამოსვლა რამდენიმე წუთით შეწყდა.
მოგვიანებით „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ ფრაქციის ლიდერმა იური ლუცენკომ დეპუტატის საქციელის გამო ბოდიში მოიხადა.
„მსგავსი რამ მიუღებელია, ეს პარლამენტია და აქ კულტურის გარკვეული დონე უნდა არსებობდეს“, – განაცხადა რადის სპიკერმა ვლადიმერ გროისმანმა.
ინციდენტზე კომენტარი თავად იაცენიუკმაც გააკეთა. „ეს ხომ ცირკი და შოუ არ არის, სწორედ ამით შეიძლება დაეკარგოს მოსახლეობას ჩვენი იმედი. ჩვენს შორის შუღლი ყოვლად მიუღებელია“, – განაცხადა იაცენიუკმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები