გიორგი ქადაგიძე: ჩვენ შევინარჩუნეთ სავალუტო რეზერვების აუცილებელი დონე

ჩვენ შევინარჩუნეთ სავალუტო რეზერვების აუცილებელი დონე, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა. როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, შეინარჩუნოს ადეკვატური სავალუტო რეზერვი, რომელიც არის სტაბილურობის გარანტი.
“სავალუტო რეზერვების აუცილებელი დონე ჩვენ შენარჩუნებული გვაქვს. ეს არის 3 თვის იმპორტის გადაფარვის კოეფიციენტი. ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, შეინარჩუნოს ადეკვატური სავალუტო რეზერვი, რომელიც არის გარანტი ჩვენი სტაბილურობის. ჩვენი მთელი ეს საქმიანობა და განვლილი პერიოდი ადასტურებს იმას, რომ ჩვენ განუხრელად კარგად ვასრულებთ ამ ამოცანას, ამიტომ ამ თვალსაზრისითაც არანაირი პრობლემა არ გვაქვს”, – განაცხადა ქადაგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები