2016 წლის ბიუჯეტზე ეროვნული ბანკის დასკვნა დადებითია

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, 2016 წლის ბიუჯეტზე ეროვნული ბანკის დასკვნა დადებითია. როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, ბიუჯეტის დეფიციტის ზომა მისაღებია.
“2016 წლის ბიუჯეტზე ჩვენ დადებითი დასკვნა გადავაგზავნეთ პარლამენტში. ჩვენი კომპეტენციის ნაწილში მნიშვნელოვანია, რომ ჯამური ბიუჯეტის დეფიციტი არ აჭარბებდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 3 პროცენტს, რაც ამ ბიუჯეტით დაცულია”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
პარლამენტი დღეს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები