ქუთაისის საბავშვო ბაღების უმეტესობა გაიფიცა

ქუთაისში საბავშვო ბაღების აღმზრდელები გაიფიცნენ. ბაღებში ბავშვები დღეს დილით აღარ მიიღეს. მასწავლებლები მცირე ხელფასებსა და გაუსაძლის სამუშაო პირობებს აპროტესტებენ.
„სამარცხვინო ხელფასი გვაქვს, ბავშვები კი, ბევრი. რაც სკოლამდელი აღზრდა უფასო გახდა, იმის შემდეგ კონტიგენტი გაიზარდა, ხელფასი კი, იგივე დარჩა. ბაღში ცხელი წყალიც კი არ გვაქვს, რომ ჭურჭელი დავრეცხოთ“, – აცხადებენ გაფიცულები.
ცნობისთვის, ქუთაისის საბავშვო ბაღის პედაგოგებმა ქალაქის მერიასთან, გუშინ ღამით გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართეს და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს შეხვდნენ. აღმზრდელებმა ხელისუფლება მოსალოდნელი გაფიცვის შესახებ გააფრთხილეს.
ბაღების თანამშრომლების თქმით ადგილობრივი ხელისუფლება მხოლოდ ტექნიკური პერსონალს ხელფასის 24 ლარით გაზრდის პირობას იძლევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები