ნოდარ ხადური: მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერებისთვის პენსია 216 ლარი იქნება
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, 1 სექტემბრიდან მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერების პენსია 216 ლარი იქნება. მისი თქმით, ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტია ადამიანზე ზრუნვა და მისი მდგომარეობის გაუმჯობესება.
“ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტი ადამიანზე ზრუნვა და მისი მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ბიუჯეტის ხარჯების 1/3 ჯანდაცვის სამინისტროზე მოდის. ეს არის 180 ლარამდე გაზრდილი პენსია და კიდევ ერთ საინტერესო ციფრს გეტყვით – მომავალი წლის 1 სექტემბრიდან მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერებისთვის პენსია 216 ლარი იქნება. თითქმის მილიარდი დაიხარჯება ინფრასტრუქტურაზე. პირველად მილიარდს მიუახლოვდა განათლების სამინისტროს ხარჯებიც”, – განაცხადა ხადურმა.