ფილმი „ნიკოს გზა” „ადამი მედიაპრიზის“ გამარჯვებული გახდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური სტუდიის ფილმი „ნიკოს გზა” „ადამი მედიაპრიზის“ ნომინაციაში – ინფორმაციისთვის გამარჯვებული გახდა. „ადამი მედიაპრიზი“ კულტურული მრავალფეროვნებისათვის აღმოსავლეთ ევროპაში – განკუთვნილია ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჟურნალისტებისა და მედიასპეციალისტებისთვის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდავეთი, ბელორუსია).
კონკურსის მიზანია ტელე, კინო და მულტიმედია პროგრამების საშუალებით გაზარდოს მედიის ინტერესი ისეთი თემებისადმი, როგორიცაა: მიგრაცია, სამოქალაქო ინტეგრაცია და კულტურული მრავალფეროვნება. ფილმის „ნიკოს გზა” რეჟისორი გიორგი ცხვედიანია, ხოლო სცენარის ავტორი გივი ოდიშარია. ფილმი „ნიკოს გზა” წელს საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის „CinéDOC-თბილისის” ფარგლებში აჩვენეს, კატეგორიაში – სპეციალური ჩვენებები სამცხე-ჯავახეთზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები