ლიტერატურული კონკურსის „წერო“ დაჯილდოება გაიმართება

დღეს, 19:00 საათზე საქართველოს მწერალთა სახლში ლიტერატურული კონკურსის ”წერო“ გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება. ლიტერატურული კონკურსი „წერო“, ტრადიციულად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. კონკურსის ორგანიზატორია ელექტრონული წიგნების ინტერნეტმაღაზია: lit.ge და ფარმაცევტული კომპანია GPC. „წერო“ ინტერნეტსივრცეში, ელექტრონული წიგნების ვებგვერდზე: lit.ge ჩატარდა. კონკურსი ორ ეტაპად მიმდინარეობდა: პირველ ეტაპზე 455 საკონკურსო ნაწარმოებიდან ექვსი ადამიანისგან შემდგარმა ჟიურიმ (მწერლები, რედაქტორები, კრიტიკოსები) 16 საუკეთესო დაასახელა. მეორე ეტაპზე შერჩეულ ნაწარმოებებს აფასებს და გამარჯვებულს გამოავლენს მკითხველი. მკითხველებს ნაწარმოებების შეფასების გარდა, ვებგვერდზევე საშუალება აქვთ, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ნაშრომის შესახებ. 11 დეკემბერს მკითხველთა შეფასებების მიხედვით სამი გამარჯვებული გამოვლინდება: პირველი პრემია: ლიტერატურული პრემია „წერო“ და 4000 ლარი; მეორე პრემია: 2000 ლარი; მესამე პრემია: 1000 ლარი; საღამოზე ასევე დაჯილდოვდება ჟიურის და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, რჩეული ნაწარმოებები; ასევე ყველაზე აქტიური მკითხველები, რომელთაც სპეციალურ პრიზებს Lit.ge და ფარმაცევტული კომპანია GPC გადასცემს.
სხვადასხვა დროს „წეროს“ გამარჯვებულები არიან: 2006წ. – ვანო ჩხიკვაძე (პროზა); 2007წ. – ნათია ნაცვლიშვილი (პოეზია); 2007წ. – ბაჩო კვირტია (პროზა); 2008წ. – დიანა ანფიმიადი (პოეზია); 2008წ. – ირმა ტაველიძე (პროზა); 2011წ. – მარი ბექაური (პროზა); 2013წ. – ნათია როსტიაშვილი (პროზა); 2014წ. – ლია ლიქოკელი (პროზა).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები