მოსკოვში ქართველი სპორტსმენი, გინესის რეკორდსმენი ქურდობის ბრალდებით დააკავეს (ვიდეო)

ძიუდოში სპორტის ოსტატი, გინესის რეკორდსმენი ცხვირით სათბურას (ე.წ. გრელკის) გაბერვაში ჯემალ ტყეშელაშვილი მოსკოვში ქურდობისთვის დააკავეს. მას მილიონი რუბლის ღირებულების საათის მოპარვას აბრალებენ. მოსკოვის პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცველებს ერთ-ერთმა მოქალაქემ მიმართა და მისი ბინიდან ძვირად ღირებული საათის, ასევე ფულის მოპარვის შესახებ შეატყობინა.
ამის შემდეგ პოლიციამ სამი პირი დააკავა, რომლებიც ამ ქურდობაში არიან ეჭვმიტანილები. დაკავებულების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ქურდობის და ყალბი საბუთების გამოყენების მუხლით. სამივეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები