ყანდაარის აეროპორტზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა

სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა ავღანეთში, ყანდაარის აეროპორტზე მოძრაობა „თალიბანის“ წევრების თავდასხმის შედეგად. ორმხრივი სროლა, რომელიც 9 თებერვლის დილით დაიწყო, გვიან ღამემდე გაგრძელდა.
ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 38 მშვიდობიანი მოქალაქე, 10 ჯარისკაცი და 11 თალიბია. აეროპორტზე თავდასხმის დროს „ბოევიკებმა“ მძევლად აიყვანეს ერთ-ერთი ავღანელი სამხედროს ოჯახის წევრები. მოგვიანებით თალიბებმა განცხადება გაავრცელეს და თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები