იაშვილის კლინიკაში მენინგიტის დიაგნოზით ორი ბავშვი მკურნალობს – სკოლაში სწავლა შეჩერდა

ბაქტერიული მენინგიტის დიაგნოზით იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი ბავშვია მოთავსებული. 2 და 11 წლის პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. პარალელურად, 23-ე სკოლაში, რომელშიც ერთ-ერთი ბავშვი სწავლობს, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ამ ფაქტის გამო სწავლა კონკრეტულ კლასში ერთი დღით შეწყდა. სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხვა შეფერხებები სასწავლებელში არ ყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები