“პოზიციის“ ხელმძღვანელმა და ქუჩის მუსიკოსებმა „ჩემი სახლის“ მზრუნველობამოკლებული ბავშვები მოინახულეს

არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიციის“ ხელმძღვანელმა, გურამ ადამაშვილმა, ორგანიზაციის სხვა წევრებთან და ქუჩის მუსიკოსებთან ერთად, საქველმოქმედო ფონდ „ჩემი სახლის“ მზრუნველობამოკლებული ბავშვები მოინახულა. მოზარდებმა, ქუჩის მუსიკოსებთან ერთად, სიმღერები შეასრულეს. ისინი ასევე სხვადასხვა ნომრით წარდგნენ სტუმრების წინაშე, იცეკვეს, წაიკითხეს ლექსები. “ა/ო „პოზიციის“ და მისი ხელმძღვანელის გურამ ადამაშვილის სურვილი, რომ კიდევ ერთხელ შეხვედროდნენ საქველმოქმედო ფონდ „ჩემი სახლის“ აღსაზრდელებს, მოფერებოდნენ და ერთი მხიარული და ბედნიერი დღე ეჩუქებინათ, ქუჩის მუსიკოსების თანადგომით და დახმარებით, აისრულეს“, – აცხადებენ “პოზიციაში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები