ალკოჰოლი ადამიანებს უფრო მომხიბლავს ხდის

აშშ-ის ჰიუსტონის უნივერსიტეტის თანაშრომლებმა კვლევა ჩაატარეს, რათა დაედგინათ, როგორ მოქმედებს ალკოჰოლი სხვა ადამიანის მიერ ამ პიროვნების აღქმაზე. კვლევამ დაადგინა, რომ ზომიერი მსმელები უფრო დიდ სიმპათიას იმსახურებენ, ვიდრე ისეთნი, რომლებიც სპირტიან სასმელს საერთოდ არ ეკარებიან. კვლევებში დაახლოებით 600 სტუდენტი მონაწილეობდა.
თითოეულ მათგანს 25 ფოტო აჩვენეს, რომელზეც საწინააღმდეგო სქესის ადამიანები იყვნენ გამოსახულები. ფოტოებს ეწერა: „ეს სტუდენტი ხშირად თვრება“, „ეს ხანდახან სვამს“, „ეს არასოდეს არ სვამს“, ან „ეს სტუდენტი მკურნალობს და ალკოჰოლის მოხმარებისგან თავს იკავებს“.
ამის შემდეგ სტუდენტებს ფოტოები  შვიდბალიანი სისტემით უნდა შეეფასებინათ. ყველაზე დაბალი – 2,86 ქულა აქტიურმა მსმელებმა მიიღეს, ზომიერმა მსმელებმა – 3,69 ქულა, ხოლო არამსმელებმა – 3,27 ქულა. ის პირებიც კი, რომლებიც ალკოჰოლისგან მკურნალობენ, უფრო მომხიბვლელები აღმოჩნდნენ, ვიდრე ისინი, ვინც საერთოდ არ სვამენ. მათ 3,42 ქულა დააგროვეს. მეცნიერებს მიაჩნიათ, ასეთი შედეგი იმის გამო დაფიქსირდა, რომ კვლევებში მონაწილე ადამიანების უდიდესი ნაწილი სწორედ იმათ განეკუთვნება, ვინც ალკოჰოლს ზომიერად მოიხმარს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები