რუსულმა წყალქვეშა ნავმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები ფრთოსანი რაკატებით დაბომბა (ვიდეო)
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ქვეყნის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიაწოდა ინფორმაცია წყალქვეშა ნავ „დონის როსტოვიდან“ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციების დაბომბვის დაწყების შესახებ. მისი თქმით, ამ ოპერაციაში პირველად გამოიყენეს „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები. წყალქვეშა ნავმა რაკეტები ხმელთაშუა ზღვის აკვატორიიდან გაუშვა. შოიგუს ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ქალაქ რაკის სიახლოვეს რამდენიმე მსვილი ობიექტი – იარაღის და ტყვია-წამლის საწყობი, ნაღმების წარმოების ქარხანა და ნავთობის ინფრასტრუქტურა განადგურდა.