კემეროვოს ოლქში ორი მაღაროელი დაიღუპა

რუსეთში, კემეროვოს ოლქში, ერთ-ერთ საბადოზე მთის მასის ჩამოწოლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. მესამე კი ნანგრევებშია მოყოლილი. კემეროვოს ოლქის გუბერნატორის ამან ტულეევის განცხადებით, მთის მასა იმ ადგილას ჩამოწვა, სადა ორი ექსკავატორი და ერთი ბულდოზერი მუშაობდა. „ექსკავატორის ორი მუშის ცხედარი იპოვეს, ხოლო ბულდოზერის მძღოლი კვლავ ნანგრევებშია მოყოლილი“, – განაცხადა ტულეევმა.
სააქციო საზოგადოება „ჩერნიგოვეცი“, რომელიც, თავის მხრივ, კომპანია „სდს-უგოლში“ შედის, რუსეთის ნახშირის დარგში ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა. ის კემეროვოს ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში რამდენიმე საბადოზე ნახშირს მოიპოვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები