ვენესუელის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციის გამარჯვება დაადასტურა

ვენესუელის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქვეყანაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება დაადასტურა. მისი ინფორმაციით, „მემარჯვენე ცენტრისტებმა“ პარლამენტში 167-დან 112 ადგილი მოიპოვეს, რაც 67%-ს უდრის. ახლა საპარლამენტო უმრავლესობას პრეზიდენტ მადუროს უნდობლობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება შეუძლია, ოღონდ ის, კონსტიტუციის მიხედვით, მომავალ წლამდე ვერ გაიმართება.
ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის უგო ჩავესის მომხრეების მარცხში მსხვილი ბიზნესია დამნაშავე, რომელიც, თითქოს, ეკონომიკის განვითარების საბოტაჟს ეწეოდა. ანალიტიკოსებს კი მიაჩნიათ, რომ ვენესუელის პრობლემები ნავთობზე ფასების კლებამ გამოიწვია, რომელიც მისი ძირითადი საექსპორტო საქონელია. ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელმა 80% შეადგინა, სუპერმარკეტებში პირველადი მოხმარების სურსათის – შაქრის, რძის, ბრინჯის, ყავის, სიმინდის ფქვილის და საკვები ზეთის სერიოზული დეფიციტი შეინიშნება. ოპოზიციას კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის ძიების გზები ჯერჯერობით არ წარმოუდგენია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები