ტელეარხი “1+1” – რუსეთის უშიშროების ოფიცერმა აღიარა, რომ პარიზის ტერაქტების მიღმა რუსული სპეცსამსახურები დგანან
უკრაინული ტელეარხის “1+1”-ის ინფორმაციით, უკრაინის უშიშროების ფედერალური სამსახურის ყოფილმა ოფიცერმა, რომელიც რუსეთიდან უკრაინაში გაიქცა, პროგრამა ТСН.Тиждень-ის ეთერში განაცხადა, რომ პარიზის ტერაქტების და ლონდონის არეულობების მიღმა კრემლი დგას. ადამიანი, სახელად ევგენი ტერორიზმთან ბრძოლის სპეციალისტი იყო. ის ამტკიცებს, რომ რადიკალური ისლამისტური დაჯგუფებები სავსეა აგენტებით, რომლებიც კრემლიდან იმართებიან.
ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ რუსეთის უშიშროების ოფიცრის სიტყვები სიცრუის დეტექტორზე ორჯერ შეამოწმეს და მან ამ განცხადების სიმართლე დაადასტურა. ევგენის თქმით, რუსეთი დაკავშირებულია ლონდონის 2009, 2010 და 2011 წლების არეულობებთან, როდესაც ადგილობრივ რადიკალებსა და მუსულმანებს შორის შეტაკებები მოხდა. ასევე მას მიაჩნია, რომ რუსულ სპეცსამსახურებს „არ შეიძლებოდა, არ სცოდნოდათ“ პარიზში მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ, რომლის შედეგად 130 ადამიანი დაიღუპა. „დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ რუსულ სპეცსამსახურებს ამის მოსაწყობად ყველა საშუალება ჰქონდათ და რაც მოხდა, მათ აწყობდათ“, – აცხადებს რუსეთის უშიშროების ყოფილი თანამშრომელი. “1+1”-ის რესპონდენტი ასევე აცხადებს, რომ რუსული სპეცსამსახურები „ჰეზბოლას“ და „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებთან“ არიან დაკავშირებულები.