დიმიტრი ქუმსიშვილმა მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს თბილი ტანსაცმელი გადასცა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა აჭარაში მცხოვრებ რამდენიმე მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახს თბილი ქურთუკები გადასცა.
ქველმოქმედება საქართველოში ჩინეთის საელჩოსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთობლივი კეთილი ნებით განხორციელდა.
ჩინეთის საელჩომ 10 000 ცალი ქურთუკი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სხვადასხვა გაჭირვებული ოჯახისა და საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის დასარიგებლად მიაწოდა.
ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისმა უწყებებმა, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, შეადგინეს ბავშვთა სახლებში, ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფარში, „კათარზისში,“ ასევე ყველაზე დაბალქულიან სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და მრავალშვილიან ოჯახებში მცხოვრები ადამიანების სია და საელჩოს მიერ მიწოდებული ქურთუკები მათთვის გადასაცემად გაანაწილეს. აჭარის გარდა, ჩინეთის საელჩოს მიერ გადმოცემული ტანსაცმელი საქართველოს სხვა რეგიონებშიც დარიგდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები