ლიბანში სპეცოპერაციის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა
ლიბანის ჩრდილოეთ ნაწილში სპეცოპერაციის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, სპეცრაზმებმა ისლამისტი „ბოევიკის“ სახლი შტურმით აიღეს. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, დაიღუპა სულ მცირე სამი ადამიანი, მათ შორის თავად ტერორისტი, რომელმაც საკუთარი თავი აიფეთქა. 10-მა ადამიანმა კი ჭრილობა მიიღო.
ლიბანის სპეცსამსახურებმა ქვეყნის სხვადასხვა რაიონში რეიდები და დაკავებები ბეირუთის ტერაქტების შემდეგ ჩაატარეს. ტერორისტულ თავდასხმას მაშინ 44 ადამიანი ემსხვერპლა.