ბელგიის ხელისუფლებამ პარიზის ტერაქტებთან დაკავშირებულ ორ პირზე ძებნა გამოაცხადა
ბელგიელი სამართალდამცველები პარიზის ტერაქტებთან კავშირში ეჭვმიტანილ ორ პირს ეძებენ. სამართალდამცველების ინფორმაციით, ამ ადამიანებმა ერთ-ერთი ტერორისტისთვის – სალაჰ აბდ ალ-სალამისთვის 2015 წლის სექტემბერში უნგრეთში გასამგზავრებლად დასახმარებლად ყალბი საბუთები გამოიყენეს. გარდა ამისა, ისინი ბრიუსელიდან პარიზში ფულის გადასარიცხად ასევე ყალბ საბუთებს იყენებდნენ. ბელგიის ხელისუფლების ინფორმაციით, ეჭვმიტანილები ამ ქვეყნის მოქალაქეების, სუფიან კაიალის და სამირა ბუაზიდის სახელებით მოქმედებდნენ, ისინი შეიარაღებულები არიან და დიდ საფრთხეს წარმოადგენენ.
პარიზში 13 ნოემბერს მომხდარი ტერაქტების შედეგად 130 ადამიანი დაიღუპა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.