მიწის ლეგალიზაციის კომისიის წევრებმა დასაკანონებელი ნაკვეთები ადგილზე დაათვალიერეს

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწის ლეგალიზაციის კომისიის წევრებმა დასაკანონებელი მიწის ნაკვეთები ადგილზე დაათვალიერეს.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, ეს ის მიწის ნაკვეთებია, რომელთა შესახებ განაცხადის დაკმაყოფილება მხოლოდ მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე ვერ განხორციელდა და არსებული ვითარების ადგილზე შესწავლა გახდა საჭირო.
„დამატებითი კითხვების შემთხვევაში, კერძოდ, თუ მოქალაქეების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით მიწის ფლობა-სარგებლობა ვერ დგინდება, არსებულ ვითარებას ჩვენ ადგილზე ვეცნობით და ვსწავლობთ. დღეს სწორედ მსგავსი შემთხვევაა და სადავო 6 საკითხზე გადაწყვეტილებას მიწის ლეგალიზაციის კომისია უკვე ადგილზე შესწავლის შემდეგ მიიღებს“, -აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა. ცნობისთვის, თბილისის წარმომადგენლობით ორგანოში მიწის ლეგალიზაციის კომისია ყოველ ორშაბათს იმართება, სადაც კომისიის წევრები მოქალაქეთა განცხადებებს მათივე თანდასწრებით განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები