დიდთოვლობის გამო, ქედაში მოქალაქეები თოვლში ჩარჩნენ

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისის ორი მკვიდრი თოვლში ჩარჩა. როგორც „კვირას“ ქედის გამგებელმა დავით დუმბაძემ განუცხადა, სოფელ ცხმორისში მცხოვრები ორი მამაკაცი სატვირთო ავტომობილებით ტყეში შეშის გამოსატანად ორი დღის წინ წავიდა.
გადაუღებელი თოვის გამო, მათ უკან დაბრუნება ვეღარ მოახერხეს. სპეციალური ტექნიკის გაგზავნა კი ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. „ცხმორისის მკვიდრი ორი მამაკაცი სოფლიდან დაახლოებით 7 კმ-ში, შეშის მოსატანად წავიდა. დიდთოვლობის გამო კი სატვირთო ავტომანქანებით უკან გამოსვლა ვეღარ მოახერხეს. წუხელ ტექნიკის გაშვება შეუძლებელი იყო. მაშველთა 5- კაციანი ჯგუფი მათ დასახმარებლად დღეს დილიდანვე გავგზავნეთ. 2- 3 საათში უკვე სახლში იქნებიან უვნებლად“,-განაცხადა დუმბაძემ.
მისივე ინფორმაციით, ორმა მამაკაცმა ღამე იქვე არსებულ ქოხში გაათენეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შეგახსენებთ, რომ ქედაში 2 დღეა უკვე გადაუღებლად თოვს და თოვლის საფარმა მეტრს გადააჭარბა. დიდთოვლობის გამო, ქედის 60-მდე, ხოლო ხულოს 40-მდე სოფელს ელექტროენერგია უკვე მეორე დღეა არ მიეწოდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები