დავით უსუფაშვილმა სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებს უმასპინძლა

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, პარლამენტში, სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებს უმასპინძლა. ბავშვებისთვის პარლამენტის შენობაში საექსკურსიო ტური მოეწყო. მათ, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, პარლამენტარიზმის თემატიკაზე გახსნილი ფოტოგამოფენა – “საპარლამენტო დემოკრატია საქართველოში” დაათვალიერეს.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, კამპანიის – “ჩააბარე მაკულატურა – გადაარჩინე ხეების” ფარგლებში, პარლამენტმა 22 ტონა მაკულატურა ჩააბარა, რომლის სანაცვლოდ, 634 საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საბავშვო და შემეცნებითი ტიპის წიგნი მიიღო. წიგნები საჩუქრად ბავშვებს გადაეცემათ.
“ბავშვებზე სახელმწიფოს მზრუნველობის სფეროს მიმართულებით სერიოზული რეფორმა ჩატარდა. მათ სახელმწიფო დახმარებას უწევს – ისინი უზრუნველყოფილნი არიან საცხოვრებლით, სასწავლებლით, მაგრამ კიდევ დამატებითი ყურადღება სჭირდებათ. ის, რაც ამ ბავშვებს აკლიათ, რთულად შესავსებია და ყველას მონდომებაა საჭირო. მათ, რა თქმა უნდა, სურთ, იყვნენ სრულფასოვანი მოქალაქეები ყველა თვალსაზრისით. ჩვენ, პარლამენტმა, გადავწყვიტეთ დღევანდელი დღე მათთვის დაგვეთმო. დღეს ისინი დაათვალიერებენ პარლამენტს, ნახავენ გამოფენას და ჩვენ მათ გადავცემთ საჩუქრად წიგნებს, რომელიც პარლამენტმა “კვირის პალიტრის” პროგრამაში ჩართვით, მაკულატურის სანაცვლოდ შეიძინა. პარლამენტმა 22 ტონა მაკულატურა ჩააბარა, მივიღეთ 650-ზე მეტი წინგი, რომელსაც ამ ბავშვებს გადავცემთ”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები