სპეციალური ჯილდო – კულტურის მინისტრს

რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში, საქართველოს სინფონიეტას ხელმძღვანელმა გიორგი ქერელაშვილმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს, ბაროკოს მუსიკის განვითარების ხელშეწყობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სპეციალური ჯილდო გადასცა.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის ორგანიზებით, 13 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით, ამიერკავკასიაში პირველად, „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ ტარდება.
„თბილისის ბაროკო ფესტივალში“ მონაწილეობენ მსოფლიო აკადემიური სცენის ვარსკვლავები და ძველი მუსიკის სპეციალისტები ესპანეთიდან, იტალიიდან, რუმინეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან და სხვა. ყველა კონცერტზე ნაწარმოებები ძველებური ინსტრუმენტებით სრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები