კადიროვის თქმით, სირიაში ისლამისტებმა ჩეჩენი სიკვდილით დასაჯეს

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ სიკვდილით დასჯილი რუსეთის მოქალაქე ეროვნებით ჩეჩენია.
„ეს ადამიანი ეროვნებით ჩეჩენია. არსებობს ამის დამადასტურებელი ფაქტები“, – განუცხადა რამზან კადიროვმა „რია ნოვოსტის“.
კადიროვმა ეჭვი გამოთქვა იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც სიკდილით დასჯის წინ რუსეთის მოქალაქემ გააკეთა, თითქოს ის რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურზე მუშაობდა. „მე ამისი არ მჯერა“, – აცხადებს კადოროვი.
შეგახსენებთ, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ ინტერნეტში ვიდეო გაავრცელეს, რომელშიც ნაჩვენებია ისლამისტების მიერ დაკავებული მამაკაცი. ის რუსულად საუბრობს და ამბობს, რომ რუსეთის სპეცსამსახურების ჯაშუში იყო „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში. „ბოევიკები“ აცხადებენ, რომ ჯაშუშს თავი მოჰკვეთეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები