ყველაზე მხიარული ქართული კომედია “აუტანელი არდადეგები” კინოთეატრებში გამოდის

დღეს საღამოს კინოთეატრ “რუსთაველში” ფილმ “აუტანელი არდადეგების” თიზერის პრემიერა გაიმართება. – ამის შესახებ ფილმის პროდიუსერმა და მსახიობებმა “პრაიმტაიმის” პრესკლუბში ისაუბრეს.

“მენთეშ პროდაქშენის” წარმომადგენლის ლაშა ჭიტაძის თქმით კინოთეატრ “რუსთაველში” გაიმართება ფილმ “აუტანელი არდადაგების ” თიზერის ჩვენება. დღეს ტრეილერზე და თიზერზე დასწრება თავისუფალია, ნებისმიერ ბავშვს, თავის მშობლებთან ერთად შეეძლება მოსვლა და ნახვა იმის რაც კადრს მიღმა დარჩა.

2015 წლის 24 დეკემბერს მხატვრული ფილმის ‘’აუტანელი არდადეგები” პრემიერა იგეგმება. ფილმის ხანგრძლიობა: 90 წუთი.

საოჯახო კომედია „აუტანელი არდადეგები” მოგვითხრობს საზაფხულო ბანაკზე და იქ დატრიალებულ აურზაურზე. ბანაკში საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ მოხვედრილ ფილმის მთავარ გმირს ნუცას, მის დასახურად სარიოზული მიზეზები უჩნდება… ბანაკის დახურვა და მის ადგილას ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს აშენება უნდათ მდიდარ ინვესტორებს, ხოლო რევიზორ რეზოს ბანაკთან დაკავშირებით სულ სხვა გეგმები აქვს… ბანაკის კეთილი და ექსცენტრული დირექტორი შოთა კი თავის მეგობრებთან, ლიდერ მარინესთან, მზარეულ მურმანთან, ექიმ მირზასთან და ბანაკის მკვიდრ ბავშვებთან ერთად ყველაფერს გააკეთებენ მის გადასარჩენად… მაგრამ ბოლოს შოთა თვითონ გახდება გადასარჩენი… ნუცა მოახერხებს არდადეგები ყველასათვის აუტენელი გახადოს – ბანაკის განადგურების გეგმა შესრულებულია ზედმიწევნით! მაგრამ ეს ისტორიის მხოლოდ დასაწყისია… ნუცასთვის კი ეს „აუტანელი არდადეგები” სინამდვილეში მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპი აღმოჩნდება, რადგან პირველად გაიგებს ნამდვილი მეგობრობის ფასს

ფილმში მონაწილეობენ ბავშვებთან ერთად საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეები და მსახიობები: გიორგი ბახუტაშვილი, ნიკა გრიგოლია, თამთა დიასამიძე, დანიელა ბეშქენაძე, ზურა (შონზო) გაჩეჩილაძე, ჯაბა კილაძე, ანა ავაქიანი, მარიამ ლომთაძე, ქეთი ხატიაშვილი, სანდრო ჟღენტი, დუტა სხირტლაძე, დავით ქაცარავა, გიორგი ვარდოსანიძე, ლიკა ქორქია, დავით ველიჯანაშვილი, ქეთა ლორქიფანიძე, ნინი ბრეგვაძე, ლევან ბახია, ანი კოშაძე, აჩი არველაძე, ანატოლი ბოისა, ბახვა ბრეგვაძე, დონარა გვრიტიშვილი, მაკა ძაგანია, თაკო ქერაშვილი, ლაშა ჭიტაძე, ლაშა მურჯიკნელი, ზაზა ასანიშვილი და სხვები.

saz ani 2

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები