ხელვაჩაურის რაიონში “ოცნების ქალაქი” დაიტბორა
ძლიერი წვიმის შედეგად, ხელვაჩაურის რაიონში ე.წ. ოცნების ქალაქი დაიტბორა. 53-ე ბატალიონში დროებით შესახლებულები სახლებიდან გამოსვლას მთელი ღამე ვერ ახერხებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის წყლის დონემ დაიწია, მაცხოვრებლები მძიმე მდგომარეობაში რჩებიან, რადგან დროებით საცხოვრებელში საყოფაცხოვრებო ნივთები გაუნადგურდათ.
დაზარალებულები აცხადებენ, რომ წვიმის დროს მათი საცხოვრებელი ადგილი ყოველთვის იტბორება.